суббота, 27 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე.

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ჯგუფის წევრებმა მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. ბევრი საინტერესო რჩევა მოვისმინე, რასაც სიამოვნებით გამოვიყენებ. დღეს ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პრეზენტაციები. ძალიან მიხარია რომ უკვე ჩემი სრულყოფილი გვერდი მაქვს ინტერნეტსივრცეში, რაც ჩვენი დაუზარელი და ენერგიით აღსავსე ტრენერის მარეხი ჯელაძის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას, ამ შრომისთვის.

среда, 24 июня 2015 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე. კერძოდ, დიფერენცირებულ შეფასებაზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის ხარაჩო.

понедельник, 22 июня 2015 г.

მე-7 დღე

ინტელის სასწავლო კურსის ფარგლებში შევავსე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ასევე კოლაბორაციული შეფასება, თანატოლთა შეფასების ფორმები და ინდივიდუალური შეფასებისთვის კრიტერიუმების ჩამონათვალი.

пятница, 19 июня 2015 г.

მე-6 დღე

ინტელის სასწავლო კურსის ფარგლებში ვიმუშავეთ პროცედურების გაწერაზე. ჩამოვაყალიბეთ ჯგფუები და მივეცით დავალებები. ასევე  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაცია. სამუშაო ბოლომდე ვერ შევასრულე  დავასრულებ სახლში.

четверг, 18 июня 2015 г.

მე-5 დღე.

ინტელის სასწავლო კურსის ფარგლებში დღეს ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა. ასევე ვისწავლეთ სასარგებლო რესურსებში გვერდების დალინკვა და ფოტოალბომში ფოტოს განთავსება და წაშლა. ჩემთვის საინტერესო სამუშაო იყო, რადგან როცა ვნახულობდი მასწავლებლის ბლოგბს, მეც მინდოდა იგივე მქონოდა და განმეთავსებინა ერთ სივრცეში ჩემი მასალები, მაგრამ დამოუკიდებლად ვიდეოგაკვეთილის დახმარებით გამჭირდა ამის გაკვეთება. დღეს კი ძალიან კარგად შევასრულე მოცემული დავალება.

среда, 17 июня 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ პრეზენენტაციაზე. პირადად ჩემთვის სამუშაო სახალისო და ნაცნობი იყო. მმოუთმენლად ველოდები შემდეგ დღეს!

суббота, 13 июня 2015 г.

მე-3 დღე
ინტელის სასწავლო კურსის ფარგლებში, დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულზე.
 შევავსეთ გეგმის შაბლონი ნაწილობრივ. შევავსეთ შემდეგი გრაფები
თემა.
სტანდარტი და ინდიკატორები
21-ე საუკუნის უნარები
მიზანი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

 პროგრამა დასაძლევი იყო.