понедельник, 13 декабря 2010 г.

среда, 21 апреля 2010 г.

суббота, 17 апреля 2010 г.

პროექტი

.1პროექტის სახელი: სამკურნალო მცენარეები.

2.მოკლე აღწერა: სამკურნალო მცენარეების გაცნობა და მათ სასარგებლო თვისებებზე საუბარი

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან მასწავლებლის მიერ მომზადებულ სამკურნალო მცენარეების ფოტოების პრეზენტაციას. ამისათვის მათ მიეცემათ გარკვეული დრო, რათა მოაგროვონ ინფორმაცია მათ შესახებ. მათ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია შემდეგი წყაროს საშუალებით: 1. ინტერნეტით; 2. ოჯახის წევრებთან საუბრით 3. ასაკოვანი ადამიანის დახმარებით

4.ასაკი: 7-10 წელი

5.ვადები ხანგრძლივობა: 1-2 კვირა


6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: I აქტივობა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად რომლებსაც დავალებად ეძლევათ ისაუბრონ მოძიებული მასალის ირგვლივ.

.I ჯგუფი: რა სამკურნალო თვისება აქვს თვითოეულ მათგანს?

.II ჯგუფი: რა და რა რეცეფტი მოიძიეს თვითოეულზე?

III ჯგუფი: ძირითადად საქართველოს რომელ კუთხეში ხარობს?

.IV ჯგუფი: ხომ არაა რომელიმე მცენარე გადაშენების პირას და ხომ არაა შეტანილი წითელ წიგნში?

II აქტივობა: მოსწავლეები პროექტორზე გამოსულ კითხვებს უპასუხებენ წერილობით ცალ-ცალკე ფერად-ფერად წებოვან ფურცლებზე

1. როგორ იზრუნებთ საქართველოს ფლორის გადარჩენისთვის?

2.რას მოუწოდებთ თქვენს თანატოლებს?

IIIაქტივობა: მოსწავლეები დიდ ფორმატზე დახატავენ რამოდენიმე სამკურნალო მცენარეთა

ნახატებს და ქვეშ მიუწერენ სასარგებლო თვისებებს, შემდეგ ცარიელ ადგილზე დააკრავენ უკვე დამზადებულ წებოვან ფურცლებს.

7.।მოსალოდნელი შედეგებიპროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტში მონაწილე მოსწავლეები უკვე გამზადებულ ფორმატს გააკრავენ დერეფანში, რათა გაუზიარონ მიღებული ცოდნა თანატოლებს,რომ მცენარეები გაიცნონ არა მარტო ბუნების სილამაზეს, არამედ თუ რამდენად საჭიროა და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევა.


8.სამუშაო ენა: ქართული


9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა



10. ।პროექტის ავტორი: ელენე ჯელაძე

11.E-mail: elenejeladze@gmail.com