.1პროექტის სახელი: სამკურნალო მცენარეები.
2.მოკლე აღწერა: სამკურნალო მცენარეების გაცნობა და მათ სასარგებლო თვისებებზე საუბარი
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან მასწავლებლის მიერ მომზადებულ სამკურნალო მცენარეების ფოტოების პრეზენტაციას. ამისათვის მათ მიეცემათ გარკვეული დრო, რათა მოაგროვონ ინფორმაცია მათ შესახებ. მათ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია შემდეგი წყაროს საშუალებით: 1. ინტერნეტით; 2. ოჯახის წევრებთან საუბრით 3. ასაკოვანი ადამიანის დახმარებით
4.ასაკი: 7-10 წელი
5.ვადები ხანგრძლივობა: 1-2 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: I აქტივობა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად რომლებსაც დავალებად ეძლევათ ისაუბრონ მოძიებული მასალის ირგვლივ.
.I ჯგუფი: რა სამკურნალო თვისება აქვს თვითოეულ მათგანს?
.II ჯგუფი: რა და რა რეცეფტი მოიძიეს თვითოეულზე?
III ჯგუფი: ძირითადად საქართველოს რომელ კუთხეში ხარობს?
.IV ჯგუფი: ხომ არაა რომელიმე მცენარე გადაშენების პირას და ხომ არაა შეტანილი წითელ წიგნში?
II აქტივობა: მოსწავლეები პროექტორზე გამოსულ კითხვებს უპასუხებენ წერილობით ცალ-ცალკე ფერად-ფერად წებოვან ფურცლებზე
1. როგორ იზრუნებთ საქართველოს ფლორის გადარჩენისთვის?
2.რას მოუწოდებთ თქვენს თანატოლებს?
IIIაქტივობა: მოსწავლეები დიდ ფორმატზე დახატავენ რამოდენიმე სამკურნალო მცენარეთა
ნახატებს და ქვეშ მიუწერენ სასარგებლო თვისებებს, შემდეგ ცარიელ ადგილზე დააკრავენ უკვე დამზადებულ წებოვან ფურცლებს.
7.।მოსალოდნელი შედეგებიპროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტში მონაწილე მოსწავლეები უკვე გამზადებულ ფორმატს გააკრავენ დერეფანში, რათა გაუზიარონ მიღებული ცოდნა თანატოლებს,რომ მცენარეები გაიცნონ არა მარტო ბუნების სილამაზეს, არამედ თუ რამდენად საჭიროა და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევა.
8.სამუშაო ენა: ქართული
9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა
10. ।პროექტის ავტორი: ელენე ჯელაძე
11.E-mail: elenejeladze@gmail.com
ძალიან საინტერესოა, ისე ლექსიც რომ დაგედო კარგი იქნებოდა
ОтветитьУдалитьელენე, მეც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ, გნახე თქვენი პროექტი და ძალიან მომეწონა. შესანიშნავი მასწავლებელი ბრძანდებით. გისურვებთ წარმატებებს, რაშიც ეჭვიც არ მეპარება.
ОтветитьУдалить